• https://charte.ge/

ავტორი

სილამაზის აკადემია

tel: (+995 599) 644124
mail: info@confi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ბუღალტერია ნულიდან
დამსაქმებელი: სილამაზის აკადემია
ბოლო ვადა: 2014/09/27
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 430 -ჯერ
ბუღალტერია ნულიდან 
 
კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი „სითიო“ აცხადებს მიღებას ბუღალტერსიის შესწავლის მსურველთათვის კურსზე  ,,ბუღალტერია ნულიდან”.
 
მიზნობრივი ჯგუფი: დამწყები ბუღალტრები, ოპერატორები, ბუღალტრის თანაშემწეები, ფინანსური აღრიცხვა- ანგარიშგების სპეციალობის სტუდენტები, კერძო მეწარმეები და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ყველა პირი. 
კურსის აღწერა:  სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან ფინანსური აღრიცხვის ძირითად პრინციპებს. კურსის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად მიმდინარეობს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა ცოდნის განმტკიცების მიზნით.  სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული პროგრამებითა და მეთოდების მიხედვით. 
 
კურსის ფარგლებში უფასოდ შეისწავლება კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა ORIS. 
პროგრამა:
ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები
  • ბუღალტრული აღრიცხვა. მისი არსი და ადგილი მართვის სისტემაში;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი;
  • სამეურნეო სუბიექტებში ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
  • ანგარიშების როლი მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საქმეში;
  • ბუღალტრული ბალანსი;
  • ბუღალტრული ანგარიშები. ორადი ასახვა;
  • პირველადი აღრიცხვის ორგანიზაცია;
  • სააღრიცხვო რეგისტრები და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურები;
  • სააღრიცხვო პოლიტიკა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების ისტორია ;
  • სავარჯიშოები.
ფინანსური ანგარიშგება
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • მოთხოვნების აღრიცხვა;
  • ფულადი სახსრების აღრიცხვა;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • ვალდებულებების აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • ფინანსური ანგარიშგება.
 
კურსის დასრულების შემდეგ ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
 
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები ისარგებლებენ 10% -ანი ფასდაკლებით სტაჟირებაზე აუდიტორულ კომპანიაში „Confidence აუდიტი“.
 
 
ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ სწავლისათვის კომფორტული გარემო და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიები. 
 
კურსის ხანგრძივობაა ორი თვე (48 საათი);
კურსის ღირებულებაა 300 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად).
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში 2-ჯერ 3 საათის ხანგრძლივობით.
 
რეგისტრაციისათვის და დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
თარხნიშვილის ქ. 9 (ყოფილი სასტუმრო „საქართველოს“ უკან)
ტელ.: (+995 32) 2945412;
მობ.: (+995 599) 644124
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა