ჯიხურში გამყიდველი |
დამსაქმებელი: |
ელვა მარკეტი |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2018/01/15 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
ნანახია: |
1024 -ჯერ |
კომპანია "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ჯიხურში გამყიდველის პოზიციაზე.
კომპანია "ელვა მარკეტი" წარმოადგენს მინიმარკეტის ტიპის თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებულ ქსელს, რომელიც ფუნქციონირებს 2012 წლიდან. "ელვა მარკეტი" მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: პრესა, წიგნები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთები, ასევე, ყოველდღიური მოხმარების საგნები: თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები და სხვა.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
** დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
** გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
** სალარო აპარატთან გამართულად მუშაობა;
** კლიენტთა მომსახურება კორპორატიული სტანდარტის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჯიხურები განთავსებულია ქალაქის სხვადასხვა უბანში (საბურთალო, ვაკე, სადგურის მოედანი, წერეთლის გამზირი, თემქა, გლდანი, სამგორი)
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@elvamarket.ge 31 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!