• https://charte.ge/

ავტორი

კოხტა მარკეტი (Spar)

tel: (+995) 591 50 23 73
mail: koxtamarket@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი
დამსაქმებელი: კოხტა მარკეტი (Spar)
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2018/01/15
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 943 -ჯერ

კოხტა მარკეტი (spar) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office);

 

უფლება-მოვალეობანი:

 

  • სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა (პარკების, ჩეკების და სიგარეტების დაგალება);
  • სავაჭრო ობიექტის მენეჯერისგან ხურდის მიღება;
  • მომხმარებელთან ურთიერთობა:
  • საჭიროების შემთხვევაში არჩევნის გაკეთებაში დახმარება;
  • პროდუქციის სკანერზე გატარება;
  • პროდუქციის პარკში ჩალაგება;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის საერთო ღირებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • თანხის მიღება;
  • UNICARD-ის გატარება;
  • ხურდის დაბრუნება;
  • ჩეკის პარკში ჩადება;
  • კომპანიაში არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქციის შეთავაზება;
  • დამშვიდობება;
  • პროდუქციის სწორად განლაგება კომპანიაში არსებული და წინასწარ განსაზღვრული ,,მერჩენდაიზინგის ძირითადი პირნციპების” შესაბამისად;
  • დარბაზში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი, ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის თაროდან მოხსნა;
  • პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
  • სავაჭრო ობიექტის შიდა ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტის შიდა ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • დარბაზში განლაგებული თაროების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • დისტრიბუციის მიერ მოწოდებული პროდუქციის კოდების მიხედვით დათვლა და დასაწყობებამდე ვადების კონტროლი;
  • სამუშაო დღის ბოლოს ადმინისტრატორთან და/ან მაღაზიის მენეჯერთან ერთად სალაროს გასწორება;
  • სამუშაო დღის ბოლოს სიგარეტების ბოქსის შევსება;
  • კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და  დებულებების დაცვა;
  • პროფესიული ეთიკისა და კორპორაციული პატრიოტიზმის პრინციპების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია  დაემატოს სხვადასხვა, დამატებითი მოვალეობები.

 

უფლებები: 

 

  • მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
  • მოითხოვოს თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
  • წერილობით გაეცნოს უშუალო ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მის  სამუშაო პროცესს;
  • მოითხოვოს შრომითი საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი  ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების (,,შრომითი პირობების”) შექმნა;
  • ხელმძღვანელს წარუდგინოს რაციონალური წინადადება, რომელიც თანამდებობის მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
  • პრობლემური და/ან საკონფლიქტო საკითხების გადასაწყვეტად მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს.

 

ანგარიშვალდებულია:

 

  • მაღაზიის მენეჯერის წინაშე;
  • დარბაზის ადმინისტრატორის წინაშე.

 

ექვემდებარება:

 

  • მაღაზიის მენეჯერს;
  • დარბაზის ადმინისტრატორს.

 

პასუხისმგებელია: 

 

  • წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებით შესრულებაზე;
  • არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური ქმედებებით კომპანიისთვის მატერიალური და არამატერიალური ზარალის მიყენებაზე;
  • ხელმძღვანელობისთვის არასწორი (მცდარი) ინფორმაციის წარდგენაზე;
  • კომპანიის შინაგანაწესის, დებულებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობაზე;
  • კომპანიის ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემაზე;
  • შრომის დისციპლინის დაცვაზე;
  • კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე.  

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო დრო: ცვლათა განრიგის შესაბამისად (არის 3 სხვადასხვა ცვლა. 1 ღამის 21:00-09:00, 2 დღის სმენა);
  • შესვენება: 1 საათი. ანაზღაურება - 480-530 ლარი დარიცხული + პრემირების სისტემა.

 

პერსპექტივა:


შესაძლებელია დაწინაურდეს დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მაღაზია მდებარეობს გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩა N8-ში, 1 მ/რ.

დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგზავნეთ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე: koxtamarket@gmail.com

კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე  (+995 591) 50 23 73 ლევანი 

კადრების შერჩევა დაიწყება CV-ების შემოსვლისთანავე

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა