• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: გემორჩეული
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2018/01/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1519 -ჯერ

საინვესტიციო კომპანია DotGreen Investments 2016 წელს შეიქმნა და ორიენტირებულია ისეთ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას საქართველოში.

 

 

აგროპროდუქტების მაღაზიათა ქსელი "გემორჩეული" პირველი პროექტია, რომელიც DotGreen Investments-მა განახორციელა. "გემორჩეული" ურბანულ ზონებში მცხოვრებ მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ხარისხის აგროპროდუქტს პირდაპირ ფერმერებისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს www.dotgreen.ge და ფეისბუქის გვერდს: https://business.facebook.com/rcheuligemo/

 

მაღაზიათა ქსელი „გემორჩეული“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის* პოზიციაზე.

 

*სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უპირატესობა მიენიჭებათ მამრობითი სქესის აპლიკანტებს.

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით;

** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, პროდუქტის არჩევა, შეფუთვა, აწონვა;

** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის / პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვისის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება მაღაზიის მენეჯერთან;

** პროდუქტის სწორად განლაგება თაროებზე და ფასმაჩვენებლების კონტროლი;

** მარაგის კონტროლი თაროებსა და საწყობში;

** თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის რეგულარული კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ახალი პროდუქტით შევსება და/ან არასაჭირო პროდუქტისგან გათავისუფლება;

** სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

** თავაზიანი;

** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** გუნდში მუშაობის უნარი;

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული;

** პუნქტუალური.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ 2018 წლის 14 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი СV შემდეგ მისამართზე: hr@dotgreen.ge; სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც განაცხადს აკეთებთ.

 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა