• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: ჯეოქოლი
ბოლო ვადა: 2018/01/14
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 713 -ჯერ

ონლაინ გაყიდვების კომპანია შპს "ჯეოქოლი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (წიგნების გაყიდვების მიმართულებით).

მდებარეობა: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/არასრული.
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე

უნარ-ჩვევები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური, თავდაჯერებული. 
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული 
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური. 

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება.
** პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა.
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმების შესრულება.
კომპანია გთავაზობთ:

** საოფისე სამუშაოს.
** ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით.
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
** ფიქსირებული ხელფასი 100 დან -200 ლარამდე + ბონუსი ,მოქმედებს ყოველთვიური ზრდადი საბონუსე სქემა, გაყიდვების მოცულობის შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: 11:00 დან 18:00 მდე კვირაში 5 სამუშაო დღე, შაბათი ნახევარი განაკვეთი.
**შერჩეული კანდიდატები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და ანაზღაურებად სტაჟირებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე office.geocall103@gmail.com და სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (ქოლ-ცენტრის ოპერატორი). 

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა