• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: თბილღვინო
ბოლო ვადა: 2017/12/25
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 777 -ჯერ

სს „თბილღვინო“ აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს სტატუსი: სრული განაკვეთი
ასაკი: 25 წლიდან   45 წლის ასაკამდე
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე
გამოქვეყნების თარიღი: 14.12.2017 – 25.01.2018 -მდე.

ამ სტრუქტურული ერთეულის მიზნებია:
როგორც, საინჟინრო-ტექნიკურ   სისტემებში    არსებული     და     მოსალოდნელი     ხარვეზების     დროული    გამოვლენის უზრუნველყოფა, მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის და შეკეთებითი სამუშაოების მონიტორინგი,
მანქანა-დანადგარების ტექნიკური ბაზის წარმოება და მიმდინარე სარემონტო და სამეურნეო სამუშაოების მონიტორინგი.  

ამოცანები: 
მიმდინარე პროცესში საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებში არსებული პრობლემების გამოვლენა; საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება; საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მონიტორინგის არხების და მიდგომების განვითარება. 

ძირითადი სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

  • საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება. არსებული და მოსალოდნელი ხარვეზების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა;
  • არსებული შენობა-ნაგებობების, ავტო-ტრანსპორტის, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების და ელექტრო დანადგარების  მდგომარეობის შემოწმება მათ გაუმართაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით;
  • საინჟინრო ტექნიკური კუთხით კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, მეურნეობებში, საამქროებში გეგმიური და დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გადაგზავნა;
  • კომპანიის საინჟინრო ტექნიკურ სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირების მიზნით საჭირო წინასწარი კონტროლის სამუშაობის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ვიდეო კამერებისა და სიგნალიზაციის გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემების აღმოფხვრა;
  • გათბობისა და კონდიცირების, ასევე სამაცივრე დანადგარების/სისტემების გამართულობის მონიტორინგი და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
  • საინჟინრო ტექნიკური კუთხით ან შრომის უსაფრთხოების წესების გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში მყისიერი რეაგირების მოხდენა და წერილობითი ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის და შრომის უსაფრთხოების მენეჯერისათვის მოწოდება;
  • საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიდგომის განვითარების წინადადების ინიცირება ხელმძღვანელთან, რათა დროულად განხორციელდეს მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირება;
  • აღრიცხვის მრიცხველებიდან წყლის, ელექტრო ენერგიისა და გაზის ყოველდღიური მონიტორინგის წარმოება, აღებული მაჩვენებლების არღიცხვის ფორმაში შეტანა და შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • კომპანიისათვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • მის სარგებლობაში არსებული რესურსების, ინვენტარის, ძირითადი საშუალებების სწორი ექსპლუატაცია და რაციონალური გამოყენება;
  • დიზელ გენერატორის მუშაობის კონტროლი, საწვავის მარაგის უზრუნველყოფა, ნამუშევარი საათების აღრიცხვა, დაწესებული ვადების მიხედვით პროფილაქტიკური და ტექნიკური მომსახურების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • რთველის პერიოდში ე.წ. რთველის რეჟიმში მუშაობა, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, როგორც თბილისის ქარხანაში, ასევე ყვარლის ქარხანაში;
  • სამუშაოების ორგანიზება და შესრულება IშO-ს სტანდარტების მოთხოვნების დაცვით;
  • შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების, კომპანიის შინაგანაწესის, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე 2017 წლის 14 დეკემბრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე შემდეგ  ელ.ფოსტის მისამართზე:   tchokhonelidze@tbilvino.ge  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება წერილის  სათაურში, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განხილული არ იქნება. საკონტაქტო პირი: ტურფა ჭოხონელიძე,  მობ. +995 (599) 24 22 64;  მის: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 2. ტელ: +995 32 2 65 33 82;    

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა