მოლარე/კონსულტანტი |
დამსაქმებელი: |
ეკონომმიქსი |
ბოლო ვადა: |
2018/01/12 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
720 -ჯერ |
კომპანია „ეკონომმიქსი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტისა და მოლარის თანამდებობებზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
კონსულტანტი
სამუშაო პირობები:
- ასაკი 18-45წ;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- სამუშაო განაკვეთი: დღის/ღამის ცვლა
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
- თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
- ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
- მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- მოტივირებული და შრომისმოყვარე;
მოლარე
მოთხოვნები:
- ასაკი 18-45წ;
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
- მათემათიკური უნარ ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@ekonommix.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!