• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საავიაციო უშიშროების სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი ბათუმში
დამსაქმებელი: ბებოს ჩირი
კატეგორია: ავიაცია/აეროპორტი,
ბოლო ვადა: 2015/04/06
მდებარეობა: ბათუმი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 3222 -ჯერ
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საავიაციო უშიშროების სამმართველოში.
 
 
 
საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.ბათუმი) უმცროსი ინსპექტორი (ბიჭი) - 8 
თანამდებობრივი სარგო 605 ლარი
 
 
საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.ბათუმი) უმცროსი ინსპექტორი (გოგო) - 3 
თანამდებობრივი სარგო 605 ლარი
 
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ბიჭებისთვის:
  • სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • სამხედრო ბილეთი;
  • ასაკი - 21-დან 30 წლამდე;
  • სიმაღლე - 175 სმ-დან;
  • რუსული ენისა და სხვა ერთი ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა;
  • კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები გოგოებისთვის:
 
  • სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • ასაკი - 21-დან 30 წლამდე;
  • სიმაღლე - 165 სმ-დან;
  • რუსული ენისა და სხვა ერთი ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა;
  • კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.
 
პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალურობა;
  • მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
  • არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
  • სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2015 წლის 31 მარტიდან 06 აპრილამდე  უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
 
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
 
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
 
გამარჯვებული კუნკურსანტები შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოში დაინიშნებიან ხელშეკრულებით 3 თვის გამოსაცდელი ვადით. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა