• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ფოლადის სახლი
ბოლო ვადა: 2018/01/12
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 752 -ჯერ

კომპანია „ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის  პოზიციაზე. 

„ფოლადის სახლი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც  ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

გაყიდვების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობაა: 

  • კომპანიისთვის პოტენციური კლიენტების მოძიება.
  • პოტენციური კლიენტების საქმიანობის ანალიზი.
  • პოტენციურ კლიენტებთან უშალო კავშირის დამყარება, შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკების წარმოება.
  • კონკურენტუნარიანი ფასების და პირობების შეთავაზება.
  • შეკვეთის მიღება და მისი გაძღოლა.
  • გაყიდვების კონტროლი შეკვეთის მიღების მომენტიდან დასრულებამდე.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • რუსული და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული უნარები:

  • გამართული მეტყველების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი
  • კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები: 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი- სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ  05/053
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული, პლუს -  ბონუსი.  

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება 
  • ტრანსპორტირება
  • დაზღვევა
  • სატელეფონო ლიმიტი 

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, რომელიც გამოწვევა იქნება ნებისმიერი კანდიდატისთვის, კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ქმნის კონკურენტულ გარემოს სადაც ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებულ საქმეზე, ქმნის მოტივაციას განვითარებისა და ზრდისთვის. 
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge 
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კომპანია „ფოლადის სახლი”,  გაყიდვების სპეციალისტი. 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა