• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: vacancy@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის თანამშრომელი, ტექნიკოსი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
ბოლო ვადა: 2018/01/07
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1418 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიებს:

1. საწყობის თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დროულად მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** საქონლის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომარაგების მანქანის დატვირთვა/დაცლა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული, პუნქტუალური;
** ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია

2. ტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფილიალებში არსებული ტექნიკური საკითხების მოგვარება; 
** მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა ;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ფილიალების მენეჯერების მიერ მითითებული დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული; 
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშობის უნარი; 
** ექსტრემალურ სიტუაციებში პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა