• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: Professional Legal Consulting
კატეგორია: პრობლემური სესხების ექსპერტი,
ბოლო ვადა: 2017/12/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1074 -ჯერ

კომპანია "Professional Legal Consulting" გთავაზობთ სტუდენტებს, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკსა და სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო გარემოში, საქმის ადგილზე შესწავლით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების, საფინანსო და სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან (დებიტორებთან) ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან შეთანხმება გადახდის პირობებზე
** დავალიანების დაფარვის თაობაზე დებიტორებთან წერილობითი შეთანხმებების გაფორმება.
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
** პრობლემური აქტივების მართვა;
** დებიტორების მიმართ სასამართლო წარმოების (მათ შორის ქონების დაყადაღების) დაწყების მიზნით იურიდიული ჯგუფისათვის საქმის გადაცემა. 

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

** განათლების ნებისმიერი ხარისხი.
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აქტიური, ინიციატივის გამოვლენის უნარით;
** დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლასა და განვითარებას
** თქვენთვის მისაღებ ანაზღაურების საბონუსე სისტემას (სრულ განაკვეთზე საშუალოდ 300-700 ლარის ფარგლებში. ნახევარ განაკვეთზე - საშუალოდ 200-400 ლარის ფარგლებში)
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: 

** სრული: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
** ნახევარი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-14:00 და 14:00-18:00) 
** შესაძლებელია ასევე შეთანხმება გრაფიკზე ინდივიდუალურად. 

სამუშაო ადგილი: პეკინის ქუჩა #16.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია/CV ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@proconsulting.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა