• https://charte.ge/

ავტორი

მენტისი

tel: (+995) 555 22 85 33

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების აგენტი
დამსაქმებელი: მენტისი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/01/07
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1117 -ჯერ

Mantis.ge არის სპორტული ინვენტარის და ფეხსაცმლის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს. 
კომპანიის ძირითადი პროდუქტებია ყოველდღიური ფეხსაცმელი, საკლუბო და სანაკრებო სპორტული აღჭურვილობა და აქსესუარები. 
ონლაინ გაყიდვებთან ერთად მანტისი ხსნის თავის პირველ მაღაზიას სპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის. 

 

მანტისი  აცხადებს ვაკანსიას სპორტული პროდუქტის გაყიდვების აგენტისთვის.

მოვალეობები:

  • სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირება, შეხვედრაზე შეთანხმება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

  • პოტენციურ მომხმარებელთან საჭიროების დადგენა, შესაბამისი მოთხოვნის დამუშავება და შეთავაზების გაკეთება

  • აქტიური სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია

  • ხელშეკრულების მომზადება

 

მოთხოვნები

  • აქტიური საკომუნიკაციო უნარები (გამართული მეტყველება, გამართულად წერის უნარი)

  • გაყიდვების სფეროში მინ 1 წლიანი გამოცდილება (კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება)

  • საოფისე პროგრამების გამოყენების ცოდნა( შერჩეულ კანდიდატს დასჭირდება Google Docs და Google sheets გამოყენება)

  • სასურველია იყოს მამრობითი სქესის

  • სპორტის სფეროში ცოდნა: ინფორმაციის ქონა საფეხბურთო კლუბების შესახებ ( შერჩეულ კანდიდატს მოუწევს ურთიერთობა ფეხბურთის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან)

 

სამუშაო პირობები

  • პროექტი გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში

  • შერჩეულ კანდიდატზე მორგებული სამუშაო განრიგი

  • ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურება( გადაადგილების, ზარების განხორციელების)

  • სასწავლო პერიოდი ორი კვირის განმავლობაში


ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან
 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით  შემდეგ ელ ფოსტაზე : contact@mantis.ge


 
კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ: 555 22 85 33.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა