• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გამომცემლობის მენეჯერი
დამსაქმებელი: ტელექსი
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2015/04/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
ნანახია: 1626 -ჯერ
კომპანია "ტელექსი"  აცხადებს ვაკანსიას გამომცემლობის მენეჯერის პოზიციაზე.
 
კომპანიის შესახებ:
 
კომპანია "TELex" – უკვე მესამე წელია, რაც წარმატებთ ახორციელებს ყველასათვის საჭირო და სასურველი პროდუქტის - წიგნის სატელეფონო გაყიდვებს და უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას; ამასთანავე, უწევს ინდივიდუალურ კონსულტაციას წიგნებთან დაკავშირებით, ნებისმიერი საკითხით დაინტერესებულ პირებს.
 
 
სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:
 
  • ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
  • დასაბეჭდი ტირაჟის ოდენობის განსაზღვრა ბაზრის არსებული მდგომარეობიდან და სამომავლო განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე;
  • საგამომცემლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, კონტროლი;
  • საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებით ავტორებთან, რედაქტორებთან. დიზაინერებთან და სხვა პირებთან(ორგანიზაციებთან) ურთიერთობა და ხელშეკრულების დროულად გაფორმების ორგანიზება;
  • არსებულ და ახალ პარტნიორებთან კომუნიკაცია და რეპორტების მომზადება;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • სხვა სამსახურებრივი დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების და  სოციალური მეცნიერებების (ჰუმანიტარული, ფილოსოფიური, ხელოვნებათმცოდნეობის) მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში ( სავალდებულოა)
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
  • დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;
 
 
დამატებითი მოთხოვნები:
 
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
  • ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან გუნდური მუშაობის უნარი;
  • დადგენილ გონივრულ ვადებში სამუშაოს ხარისხიანად შესრულების უნარი;
  • მომხმარებლის მოთხოვნებსა და შედეგზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ასაკი:23 წლიდან
 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-შაბათი  10:00-დან 19:00-მდე; 
ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
 
კონტაქტი:
 
დაინტერესებულმა პირებმა CV(ფოტოსურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@telex.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (გამომცემლობის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
მის.: ქ. თბილისი, დადიანის 7, "ქარვასლა",  IV სართული, B-407.
ვებ-გვერდი: www.telex.ge
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა