უნივერსალური კონსულტანტ-მოლარე |
დამსაქმებელი: |
4 WD |
კატეგორია: |
გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
|
ბოლო ვადა: |
2017/12/19 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სქესი: |
მამრობითი
|
ნანახია: |
810 -ჯერ |
კომანია 4WD აცხადებს ვაკანსიას მაღაზიაში უნივერსალური კონსულტანტ მოლარის პოზიციაზე.
- ვაკანსია მხოლოდ მამაკაცებისთვისაა რომელთა ასაკი მერყეობს 20-35 წლამდე
მოვალეობები:
- ** კლიენტთან სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- ** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- ** კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
- ** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობის მუდმივი აღრიცხვა და კონტროლი, საჭიროების შემთვევაში მოთხოვნის წარდგენა საწყობთან, პროდუქციის დამატებასთან დაკავშირებით.
- ** მომხმარებელთაგან თანხის მიღება;
- ** სალაროზე მუშაობა.
- ** გაყიდვის შემდგომ თანხის მიღება და ყველა საჭირო საბუთის გაფორმება;
- ** გაყიდვებთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობების შესრულება;
- ** მენეჯმენტისათვის ზეპირი და წერილობითი რეპორტების მომზადება მაღაზიის მუშაობის შესახებ, კლიენტის საჭიროებების, მათი პრობლემების და ინტერესის სფეროებთან დაკავშირებით
სავალდებულო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გაყიდვებში მუშაობის, მინიმუმ 1 წელი;
- უმაღლესი განათლება;
- სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის საშუალო დონეზე ფლობა; სასურველია ORIS manager-თან მუშაობის გამოცდილება.
- თურქული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
- გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
- ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;
სასურველი უნარ-ჩვევები:
- სასურველია 4x4(მაღალი გამავლობის) ავტომობილების მოდელების და ზოგადი ტექნიკური მონაცემების ცოდნა.
- კლიენტთან მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
- კლიენტზე ორიენტირებულობა;
- თავაზიანობა;
- პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- ოპერატიული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის ქუჩა 12
სამუშაო განრიგი 10:30 დან - 18:00 საათამდე. კვირა დღე დასვენება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები ხელფასი: 400-450 ლარი,
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.მისამართზე: shop4wd@yahoo.com subject-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება, წინაამღდეგ შემთვევაში CV არ განიხილება.