• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მედდა
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/04/13
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1269 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს   ვაკანსიას მედდის პოზიციაზე   თბილისში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, “ჩემი კლინიკა“).
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
  • საექთნო ჩანაწერების სწორად და დროულად წარმოება;
  • პაციენტის მომზადება მცირე საოპერაციო ან/და დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის;
  • კაბინეტის სპეციფიკიდან გამომდინარე პროცედურების დროს ასისტირების გაწევა ან/ და დამოუკიდებლად ჩატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა ექთნის დიპლომი ან დიპლომირებული მედიკოსის სპეციალობის V-VI კურსის სტუდენტის ცნობა;  
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge   სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „მედდა – თბილისი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა