• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კლინიკის ფარმაცევტი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/04/15
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1967 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  კლინიკის ფარმაცევტის  ვაკანსიას თბილისში.
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, “ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5  სამუშაო დღე
 
ძირითადი მოვალეობები:
 
კლინიკის შიდა აფთიაქში შემდეგი ფუქნციების შესრულება:
  • მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის  მიღება; 
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
  • განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
  • აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე  ნაშთის კონტროლი;
  • აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაციის  უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება სავალდებულოა ფარმაციის მიმართულებით.
  • სასურველია ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.
 
დამატებითი მოთხოვნები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@evex.ge  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „კლინიკის ფარმაცევტი-თბილისი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  15 აპრილი, 2015
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა