• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი - კახეთი
დამსაქმებელი: ტრიბა
ბოლო ვადა: 2018/01/04
ნანახია: 874 -ჯერ

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი.

შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე კახეთში .

მოვალეობები: 

** პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
** პრობლემურ კლიენტებთან/თავდებებთან ვიზიტების განხორციელება (თბილისის ოფისიდან)
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია/მექანიკური გადაცემათა კოლოფი)

სამუშაო საათები: 

** ორშაბათი - პარასკევი სრული სამუშაო განაკვეთი;
** შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: hr@triba.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და რეგიონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა