• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სანტექნიკის ოსტატი
დამსაქმებელი: ჰენდი
ბოლო ვადა: 2018/01/04
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 883 -ჯერ

დასუფთავების კომპანია “ჰენდი„  აცხადებ სვაკანსიას  სანტექნიკის ოსტატის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი

ასაკი:  25 წლიდან.

მოვალეობები:

  • ონკანის დემონტაჟი/მონტაჟი;
  • ონკანის შეკეთება(კატრიჯი, რეზინა, ცხვირი) ;
  • ნიჟარის შეკეთება(სიფონი, დრეკადი მილი);
  • უნიტაზის შეკეთება(ჩამრეცხი მექანიზმი, ტივტივა) ;
  • საშხაპე კაბინის შეკეთება(სიფონის შეცვლა, გორგოლაჭის შეცვლა, დასილიკონება);
  • აბაზანის შეკეთება(სიფონის შეცვლა, დასილიკონება);
  • ჯაკუზის შეკეთება(რეგულირება, ონკანის შეკეთება,ფილტრის შეცვლა) ;
  • გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდა(შიდა);
  • ცენტრალური კანალიზაციის გაწმენდა და სხვა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება  მინიმუმ  2  წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
  • საკუთარი ავტომობილი;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • შრომის მოყვარე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე handy.georgia.hr@gmail.com  და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „სანტექნიკის ოსტატი” წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

 

გისურვებთ წარმატებებს!

დასუფთავების კომპანია “ჰენდი„  

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 598 51 96 97, +995 599 54 07 47.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა