• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ფოლადის სახლი
კატეგორია: შესყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/01/01
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 812 -ჯერ

კომპანია „ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის  პოზიციაზე. 

„ფოლადის სახლი” 2014 წლიდან აწარმოებს ლითონის ექსპორტს რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიენტების კმაყოფილება, საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, ახალი პარტნიორების მოძიება და სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. 

შესყიდვების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები: 

  • გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა.
  • კომპანიისთვის არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება.
  • მომწოდებლებთან ფასების თაობაზე მოლაპარაკების წარმოება არსებული ფასების კონტროლის საფუძველზე. 
  • შეკვეთების გაფორმება
  • გადარიცხვების კონტროლი
  • ტვირთის მიღების და დასაწყობების კონტროლი
  • რეპორტინგი შესყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელთან
  • აქტიური კომუნიკაცია გაყიდვების გუნდთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესყიდვების ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
  • თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად 

პიროვნული უნარები:

  • კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი
  • გამართული მეტყველების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-სმიმდებარედ  05/053
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე - 9:00-18:00

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება 
  • ტრანსპორტირება

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge;
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა