• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბარის მენეჯერი ქობულეთში
დამსაქმებელი: Georgia Palace Hotel
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2015/04/30
განათლება ბაკალავრი
ასაკი: 25 - 35 წელი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1033 -ჯერ
ქ. ქობულეთში  სასტუმრო  „Georgia Palace Hotel“-ი  აცხადებს  ვაკანსიას .ბარის მენეჯერის პოზიციაზე. 
 
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • ბარის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • ბარის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქტებისა და სხვა მატერიალური საჭიროებების დაგეგმვა;
  • ბარის მატერიალურ-ტექნიკური საჭიროების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა ;
  • ბარისსტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • უზრუნველყოფს ბარის საქმისწარმოებას (დოკუმენტაციის და სტატისტიკური ანგარიშების დროული და ხარისხიანი გაფორმება); 
  • ბარის სტუმრების მომსახურების კულტურისა და ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფა და კონტროლი. 
  • პერსონალის ჰიგინური ნორმების დაცვის მონიტორინგზე ზრუნვა 
  • საწყობიდან მოწოდებული ან ბარში არსებული სასმელის ვარგისინობის და რაოდენობის მუდმივი მონიტორინგი. 
  • ინვენტარიზაციებზე დასწრება და „სტოკ ტეიკის“ მუდმივი კონტროლი
 
საკვალიფიკაციო   მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება;
  • 3   წლიანი  სამუშაო  გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • აუცილებელია  ქართული,  ინგლისური  და  რუსული  ენების  ცოდნა;
  • სასტუმროში  მუშაობის  გამოცდილება.  (უპირატესობა მიენიჭება);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.;
  • დახასიათება წინა სამუშაო ადგილებიდან;
 
პიროვნული მახასიათებლები:
 
  • კრეატიულობა და ინოვაციურობა საქმიანობაში;
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტური მართვა;
  • ხელმძღვანელის  მიერ  სამუშაო პროცესში  დამატებითი  დავალებების  მიღება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ასაკი 25-დან 35 წლამდე  .
 
მუშაობის დაწყება  მოხდება  3   თვიანი  გამოსაცდელი  პერიოდით.  
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: Vacant@GPH.ge გთხოვთ  წერილის სათაურად (subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ  შემთხვევაში თქვენი  განაცხადი  არ  განიხილება.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 აპრილი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა