• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სუ-შეფი ქობულეთში
დამსაქმებელი: Georgia Palace Hotel
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2015/04/30
მდებარეობა: ქობულეთი
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1284 -ჯერ
ქ. ქობულეთში სასტუმრო  „Georgia Palace Hotel“-ი  აცხადებს  ვაკანსიას სამზარეულოს სუ-შეფის პოზიციაზე.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • პასუხისმგებლობა  სამზარეულოს სამუშაოს შიდა განრიგზე და ლოჯისტიკაზე;
  • გაუწიოს ზედამხედველობა და კოორდინირება მზარეულებსა და მასზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი არიან საკვების მომზადებაში;
  • მოამზადოს ყველა სახის საკვები ყოველდღიური ან სპეციალური სტუმრებისათვის და დაგეგმილი ღონისძიებისათვის;
  • იმუშაოს გუნდთან ერთად, რათა გააუმჯობესოს კერძების ხარისხით თანამშრომლებისა და სტუმრების კმაყოფილება;
  • რეცეპტების შექმნის გამოცდილება და მენიუს დახვეწასა და განახლებაზე ზრუნვა;
  • რესტორნისა და სამზარეულოს შეთანხმებულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს და პერსონალის(მზარეულების) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი. 
საკვალიფიკაციო   მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2   წლიანი  სამუშაო  გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • აუცილებელია  ქართული,  ინგლისური  და  რუსული  ენების  ცოდნა;
  • საკვები პროდუქციის ჰიგიენის და დამუშავების ნორმების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • დახასიათება წინა სამუშაო ადგილებიდან.
პიროვნული მახასიათებლები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,კომუმიკაბელურობა;
  • ხელმძღვანელის  მიერ  სამუშაო პროცესში  დამატებითი  დავალებების  მიღება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • მოწესრიგებული,დეტალებზე ორიენტირებული;
  • ასაკი 25-დან 45 წლამდე  .
 
მუშაობის დაწყება  მოხდება  3   თვიანი  გამოსაცდელი  პერიოდით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: Vacant@GPH.ge გთხოვთ  წერილის სათაურად (subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ  შემთხვევაში თქვენი  განაცხადი  არ  განიხილება.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 აპრილი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა