• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რესტორნის მენეჯერი ქობულეთში
დამსაქმებელი: Georgia Palace Hotel
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2015/04/30
მდებარეობა: ქობულეთი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1388 -ჯერ
ქ. ქობულეთში სასტუმრო  „Georgia Palace Hotel“-ი  აცხადებს  ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • რესტორნის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • რესტორნის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქტებისა და სხვა მატერიალური საჭიროებების დაგეგმვა;
  • რესტორნის მატერიალურ-ტექნიკური საჭიროების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; 
  • რესტორნის სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • უზრუნველყოფს რესტორნის საქმისწარმოებას (დოკუმენტაციის და სტატისტიკური ანგარიშების დროული და ხარისხიანი გაფორმება);
  • რესტორნის სტუმრების მომსახურების კულტურისა და ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფა და კონტროლი.
  • პერსონალის ჰიგინური ნორმების დაცვის მონიტორინგი 
საკვალიფიკაციო   მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • 3წლიანი  სამუშაო  გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • აუცილებელია  ქართული,  ინგლისური  და  რუსული  ენების  ცოდნა;
  • სასტუმროში  მუშაობის  გამოცდილება.  (უპირატესობა მიენიჭება);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ფლობა;
  • დახასიათება წინა სამუშაო ადგილებიდან.
პიროვნული მახასიათებლები:
  • კრეატიულობა და ინოვაციურობა საქმიანობაში;
  • ორგანიზებულობა;  პუნქტუალურობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტური მართვა;
  • ხელმძღვანელის  მიერ  სამუშაო პროცესში  დამატებითი  დავალებების  მიღება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ასაკი 25-დან  40 წლამდე  .
მუშაობის დაწყება  მოხდება  3   თვიანი  გამოსაცდელი  პერიოდით. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: Vacant@GPH.ge გთხოვთ  წერილის სათაურად (subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ  შემთხვევაში თქვენი  განაცხადი  არ  განიხილება.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 აპრილი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა