• https://charte.ge/

ავტორი

რესტორანი ქვევრის მზე

mail: vacancy@cellar.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რესტორანი ქვევრის მზე
დამსაქმებელი: რესტორანი ქვევრის მზე
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბოლო ვადა: 2014/09/01
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1838 -ჯერ
რესტორანი „ქვევრის მზე“, მდებარეობს თბილისში,( საბურთალო ვაჟა–ფშაველას N64 ),რომელიც საქმიანობს 2011 წლიდან.რესტორანში  მზადდება ეკოლოგიურად სუფთა საჭმელები მხოლოდ ქართული  ხორც–პროდუქტებით.რესტორანს აქვს ასევე მეორადი დატვირთვაც, ყიდის როგორც საცალოდ ასევე ბითუმად მხოლოდ შ.პ.ს.“ტყუპების საღვინე  სახლი“ – ს (რომელიც ასევე წარმოადგენს რესტორნის მეპატრონეების საკუთრებას)  ღვინოებით სახელწოდებით „ქვევრის მზე“.
 
კომპანიის მენეჯმენტი უდიდეს ყურადღებას აქცევს დასაქმებულთა კვალიფიკაციას, მომსაუხრებისა და შეთავაზებული პროდუქციის ხარისხს და მოწოდებულია დაიკავოს ლიდერის პოზიცია ბაზარზე, რაც თქვენთვის შესანიშნავი შანსია მიიღოთ დამატებითი გამოცდილება და გაიმდიდროთ ცოდნა. 
 
რესტორანი  „ ქვევრის მზე “აცხადებს ვაკანსიას: რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
 
სამუშაოადგილი: თბილისი 
 
კომპანია გთავაზობთ: 
  • კომფორტულ სამუშაო პირობებს
  • კვალიფიკაციის შესატყვის ხელფასს
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
  • უმაღლესი განათლება   სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის მიმართულებით
 
გამოცდილება: 
 
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი 
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
 
ცოდნა:
  • სარესტორნო ბიზნესში გაყიდვების ორგანიზაციის თავისებურებების ცოდნა
  • სარესტორნო ინდუსტრიის პროდუქტის სპეციფიკის ცოდნა
  • სარესტორნო მომსახურებაზე ფასების ფორმირების პროცესის ცოდნა
  • სარესტორნო შემოსავლებზე მომქმედი ფაქტორების პროგნოზირების მეთოდების ცოდნა
  • კორპორატიული კლიენტების საკონტრაქტო თავისებურებების ცოდნა 
  • ფასწამოქმნის გადაწყვეტილებების მეთოდების ცოდნა 
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა 
 
უცხო ენების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა
 
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა 
 
ძირითადი მოვალეობები
  • რესტორნის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიება და კონტროლი
  • პერსონალის სამუშაო დროის დაგეგმვა
  • რესტორნის მოთხოვნების შესაბამისად  პროდუქტებისა და  სხვა მატერიალური საჭიროებების დაგეგმვა
  • რესტორნის მატერიალურ-ტექნიკური საჭიროების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა 
  • რესტორნის სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი
  • რესტორნის პერსონალის საქმიანობის მართვა
  • უზრუნველყოფს რესტორნის საქმისწარმოებას (დოკუმენტაციის და სტატისტიკური ანგარიშების დროული და ხარისხიანი გაფორმება)
  • ბიზნეს საქმიანობის პროცესში ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა
  • რესტორნის სტუმრების მომსახურების კულტურისა და ხარისხის ამაღლების უუზრუნველყოფა და კონტროლი 
 
 
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2014 წლის  1 სექტემბრამდე
 გამოაგზავნეთCV და სასურველი სახელფასო სარგოს მითითებით ელ.ფოსტაზე სათაურში მიუთითეთ „რესტორნის მენეჯერი“
 
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად. ინფორმაცია კონკურსის ყოველ ეტაპთან დაკავშირებით,  დაეგზავნება მხოლოდ წარმატებულ  კანდიდატებს.  შეტყობინება მიწოდებული იქნებამხოლოდ  ელ. ფოსტისსაშუალებით (გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია მიუთითოთ ორი ელ. მისამართი) 
 
!!! ყურადღება: გთხოვთ, გაითვალიწინოთ, რომ სახელფასო სარგოს მითითების გარეშე თქვენი CV არ განიხილება. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა