• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროექტების მენეჯერი
დამსაქმებელი: დაჯი
კატეგორია: სამშენებლო,
ბოლო ვადა: 2015/04/27
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 5 წელი და მეტი
ნანახია: 2185 -ჯერ
კომპანია დაგი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
 
სამუშაო პოზიციაზე არსებული მოვალეობები:
  • პროექტების ხართაღრიცხვის შედგენა;
  • სამუშაოს შესრულების აქტების (ფორმა #2, ფარული სამუშაოების აქტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია) მომზადება და დამკვეთისათვის წარდგენა;
  • სამშენებლო გრაფიკების მომზადება და მათი კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში ნახაზების შედგენა;
  • სამუშოების შესრულების შესახებ პერიოდული დეტალური ანგარიშების მომზადება;
  • პროექტის მასალათა რეესტრების მომზადება, კომპანიის შესყიდვის სამსახურისთვის წარდგენა, მოძიებული მასალების და შესაბამისი ალტერნატივების დამკვეთისათვის შეთანხმება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის (ხარჯთაღრიცხვა, ნახაზები) ანალიზი, საჭიროების შემთვევაში შესაძლო გადაწყვეტილებებისა და ალტერნატივების მომზადება;
  • სამშენებლო ობიექტზე არსებული პერსონალისა და მიმდინარე სამუშაოების კონტროლი, შესაბამისი მითითებების მიცემა და წარმოქმნილ პრობლემებზე შესაძლო გადაწყვეტულებების მომზადება;
  • დამკვეთთან კომუნიკაცია პროექტის ფარგლებში წარმოშობილ სხვადასხვა თემატიკაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საინჟინრო-ტექნიკური განათლება;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 2 ყოფილი დამქირავებლიდან შესაბამისი სარეკომენდაციო წერილი;
  • ინგისური ენაზე თავისუფლად  წერა და საუბარი;
  • Microsoft Excel, Microsoft Word, Microsoft Project da AutoCAD-ში თავისუფლად მუშაობა.   

პიროვნული მახასიათებლები:
  • ენერგიულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.მისამართზე: office@dagi.ge.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა