• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: ვესტელი
ბოლო ვადა: 2017/12/24
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1165 -ჯერ

შპს "მატექს ჯორჯია", "Vestel"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვანის ქ. 5 (ა. წერეთლის გამზ. მიმდებარედ) 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

** შემოსული ზარების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
** კლიენტის პრობლემებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში სწორად გადამისამართება;
** პერიოდულად გამავალი ზარების განხორციელება;
** შემოსული ზარების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
** ელექტრონული ფოსტის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება 
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა; 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სულ მცირე 6 თვის ვადით.

პიროვნული თვისებები:

** გამართულად მეტყველების და აზრის გადაცემის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: olga.matveeva@mateks.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების დროს შემოწმდება კანდიდატის უცხო ენების ცოდნის დონე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა