• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოპერატორი
დამსაქმებელი: ბანკი ქართუ
კატეგორია: გაყიდვები, საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/04/05
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1348 -ჯერ
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს სადღეღამისო ოპერატორის ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ჯგუფში.
 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი.
 
ფუნქციები და მოვალეობები:
  • შემოსული ზარების მომსახურება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • ბანკის კლიენტურისათვის ბანკთან ურთიერთობის გაადვილება და დახმარების გაწევა ამა თუ იმ პრობლემის მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად;
  • ბანკის პოტენციური და არსებული კლიენტების დაინტერესება და ინფორმირება ბანკის პროდუქტების შესახებ.
მოთხოვნები:
 
სავალდებულო
  • უმაღლესი განათლება (კანდიდატი შეიძლება იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • ბანკში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების არანაკლებ საშუალო დონეზე ფლობა (აუცილებელი პირობაა კანდიდატს გააჩნდეს გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
  • ინიციატივა, კრეატიულობა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
  • 24 საათიან რეჟიმში მუშაობის გრაფიკის დაცვა;
  • კომუნიკაბელობა, ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ორგანიზებულობა, აქტიურობა, ოპერატიულობა;
  • ინდივიდუალური მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სასურველი
  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო ეკონომიკური განხრით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების წარმოების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
 
გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@cartubank.ge ან დალუქული კონვერტით წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე:
სს ბანკი ქართუ
ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა
0162, თბილისი
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ში ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული ის თანამდებობა, რომლისთვისაც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადი არ იქნება განხილული.
 
CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 05 აპრილი
 
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა