• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაზღვევის პირადი მენეჯერი
დამსაქმებელი: ირაო
კატეგორია: დაზღვევა,
ბოლო ვადა: 2015/04/24
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 1166 -ჯერ

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა.  ”ირაო” ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007  წლიდან ”ირაოს” სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი დსთ–სა და ევროპის ქვეყნებში.

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის პირადი მენეჯერის თანამდებობაზე.

 

სამუშაო განრიგი:

 

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლისთ, 09:30-18:30 საათამდე.

 

თანამდებობის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

 

  • ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
  • პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
  • საცალო სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
  • გაყიდვის შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა;
  • კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი, ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;

 

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები:

 

  • შემოქმედებითობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დარწმუნების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 24 აპრილი. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა