• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32 ) 2497501
mail: s.asatiani@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1153 -ჯერ
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA – 20 წელია ემსახურება  თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. 
GIPA არ არის მხოლოდ სახელი,  ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში. 
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები,  მედია ბიზნესი და ხელოვნება. 
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 
GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ  თავი მოუყარა  შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც  შექმნეს მდგრადი   პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.
 
ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
 
პროგრამა განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვისაც გააჩნია ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება, (მაგალითად ჟურნალისტებისათვის, PR მენეჯერებისათვის ან სხვა სფეროს ჰუმანიტარული ცოდნის მქონე ადამიანებისათვის) და სურთ შეიძინონ, ინფორმაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოგროვების დახარისხების და გავრცელების უნარები.
 
მეორე მხრივ კი, იმ ადამიანებისათვის, რომელთაც უკვე გააჩნიათ პროგრამული პროდუქტების შექმნის გარკვეული გამოცდილება, მაგრამ სურთ შეიძინონ ინფორმაციის დამუშავების უნარები. მაგათილთად პროგრამისტებისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა პროგრამირებაში და შეისწავლონ სრულყოფილი პროგრამული პროდუქტების შექმნა (დეველოპერობა).
 
პროგრამის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ სხვადასხვა პროგრამულ გარემოში:
  • Microsoft .NET გარემოში. 
  • მუშაობისას გამოიყენებენ MS SQL მონაცემთა ბაზებს
  • Google Cloud Platform (Compute Engine, App Engine, Cloud SQL, Cloud Storage, Cloud Datastore)
 
შექმნიან და შესაბამის პლათფორმებზე განათავსებენ მობილურ აპლიკაციებს როგორც Android ასევე iOS ოპერაციულ გარემოსათვის
 
სურვილის შემთხვევაში, არჩევითი საგნების საშუელებით დაეუფლებიან ან გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებით:
  • PHP-ის პროგრამული გარემო
  • Javascript და jQuery
 
პროგრამის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ პროგრამულ კოდთან და შექმნიან კონკრეტულ პროდუქტებს (ვებპორტალი, ვებ სერვისი, მობილური აპლიკაცია) ასევე შეისწავლიან პროგრამულ პროდუქტებთან დაკავშორებული პროექტების მართვას. სწავლის პროცესში დიდი ყურადღება დაეთმობა კონტენტის შექმნასა და დამუშავებას. (ლინკი)
 
ამ კურსის დამთავრებისას სტუდენტებს ექნებათ არჩევანი დაიწყონ მუშაობა რომელიმე კომპანიაში, თავად შექმნან ონლაინ რესურსი ან პროგრამული პროდუქტი, რომელიც მათი ძირითადი სამსახური იქნება ან კი ინდივიდუალური შეკვეთების სახით სხვას დაუმზადონ მაღალტექნოლოგიური ICT პროდუქტი. 
 
პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ:
  • აპლიკაციების შექმნა კომპიუტერისა და სხვადასხვა მოწყობილობისათვის: ანდროიდ მოწყობილობები: ტაბლეტი, სმარტფონები. iOS მოწყობილობებისათვის: iPad, iPhone 
  • საკუთარი ონლაინ რესურსების შექმნა, დაპროგრამირება სხვადასხვა ონლაინ სერვისების - API (აპლიკაციების ინტერფეისის) გამოყენებით: ვებგვერდი, ვებ სერვისი, ვებ პორტალი
  • საკუთარი ძალებით პროგრამული პროდუქტის შექმნა: სხვადასხვა სახის პროგრამები განსხვავებული ოპერაციული სისტემებისათვის
  • ნებისმიერი სახის მულტიმედია პროექტის განხორციელება:  კროსმედია აპლიკაციები და ინტერნეტ რესურსები
  • დეველოპერული პროექტის კონცეფციის შემუშავება, პროგრამირების პროცესის მართვა და გაკონტროლება: ვებგვერდის, კომპიუტერული პროგრამის, მობილური აპლიკაციის დაპროექტება და შექმნის პროცესის მართვა
  • ონლაინ რესურსისათვის კონტენტის მომზადება ან კონტენტის მომზადების პროცესის მართვა: ტექსტის, ფოტოს და ვიდეომასალის მომზადება ვებ პროდუქტისა ან მობილური აპლიკაციისათვის
  • ნებისმიერი პროგრამის, აპლიკაციის თუ ვებ რესურსისათვის ინტერფეისის შემუშავება ან დიზაინერის სამუშაოს კოორდინირება
  • სტუდენტებს ეცოდინებათ თუ რა ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება სხვადასხვა აპლიკაციები ვების, სოციალური ქსელებისა და მობილური მოწყობილობებისათვის
  • კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ სხვადასხვა ცნობილი მეთოდოლოგია იდეის ჩამოყალიბების, პროექტის დაგეგმვის, მართვისა და შედეგების შეფასებისა
 
პროგრამაში შემავალი საგნები (ლინკი)
 
სწავლის საფასური
 
2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 3,800 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში)
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა
 
კურსის ფარგლებში გათვალისწონებულია სამი სტიპენდია:
  • ერთ წარჩინებულ სტუდენტს სრულად დაუბრუნდება ერთი წლის საფასური. საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდება პირველი სასწავლო წლის, პირველი სემესტრის დასრულებისას.
  • ორ სტუდენტს დაუბრუნდება ერთი წლის საფასურის ნახევარი. ეს სტუდენტებიც გამოვლინდებიან პირველი სასწავლო წლის, პირველი სემესტრის ბოლოს.
 
შემოქმედებითი ლაბორატორია
 
კურსის ფარგებში მედია ინჟინერიის სტუდენტებს მომემსახურება მაღალტექნოლოგიური შემოქმედებითი ლაბორატორია, რომელშიც მენტორ მასწავლებების დახმარებით სტუდენტებს შეეძლებათ იმუშავონ საკუთარ პროექტებსა და საშინაო დავალებებზე.
 
ლექტორები
 
ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორებს დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ისინი ეხლაც მოქმედი დამოუკიდებელი დეველოპერები ან სხვადახვა წამყვანი IT კომპანიების თანამშრომლები არიან. შესაბამისად, ლექციების მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პრაქტიკულ სამუშაოებს და სტუდენტების პროექტების განხორციელებას. გამოყენებული იქნება სწავლის მეთოდი - ”სწავლა კეთებით”. სწორედ ამიტომ, მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლეს ტექნოლოგიებს.
 
კურსის ლექტორების მიერ განხორციელებული პროექტები:
 
ვებგვერდები:
 
მართვის მოწმობის აპლიკაცია
 
ალდაგის აკადემია
 
გეოპედია
 
ბიზნესზე ორიენტირებული ინფორმაციის გენერატორი
 
ბორჯომი, საგვარეულო ხე
 
ელექტრონული წიგნების სახლი საბა
 
კიბერგალაკტიონი
 
ვოლგა სალონი
 
Beatmagazne
 
ჰიდრო...
 
მობილური აპლიკაციები:
 
Android
 
 
iOS
 
პარტნიორი კომპანიები
 
სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რაც გულისხმობს კომპანიების ხელმძღვანელების ჩართულობას პროგრამაში ლექტორების სახით და კომპანიების უშუალო ჩართულობას სტუდენტების პროფესიული განვითარების პროცესში. (ლინკი)
 
სტაჟირება
 
კურსის ფარგლებში (მე-3 და მე-4) სემესტრის განმავლობაში გათვალისწინებულია სტაჟირება. სტაჟირების ხანგრძლივობაა: მინიმუმ 250 საათი და მაქსიმუმ 320 საათი. სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ სტაჟირება GIPA-ს პარტნიორ ორგანიზაციებში (ეს ორგანიზაციები დაფიქსირებულია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტაჟირების მონაცემთა ბაზაში, რომელიც განთავსებულია სკოლის ვებ-გვერდზე, ამ ბაზის განახლება რეგულარულად ხდება).
 
დამატებითი ინფორმაცია
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა 
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი
  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
  • რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი

საბუთების მიღების პროცედურა
 
საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-3 სართული; ტელ: (995) 32  2497501; 595731313 (სოფო)
ჩააბარე ჯიპაში! 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა