• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
განვადების ოფიცერი ლაგოდეხში, გურჯაანსა და ბოლნისში
დამსაქმებელი: ქართული კრედიტი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/04/01
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 1503 -ჯერ
მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 11 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. 
 
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
თანამდებობა:  განვადების ოფიცერი
ადგილმდებარეობა:  ლაგოდეხი, გურჯაანი, ბოლნისი
 
ფუნქცია–მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა; 
  • კლიენტების ფინანსური საჭიროებების გამოვლენა;
  • კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა განვადების პირობებთან დაკავშირებით.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად. 
 
აუცილებელი უნარები:
  • აქტიურობა;
  • ორიენტირებულობა შედეგზე;
  • მიზანდასახულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია  2015  წლის 1 აპრილამდე შემდეგ მისამართზე:
p.s გურჯაანში აყვანილი კადრი იმუშავებს ჩალაუბანში (შ.პ.ს „მექანიზატორის“ ტერიტორიაზე). 
 
“subject”-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია და ქალაქი!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა