• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT სპეციალისტი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2015/04/15
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1526 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  IT სპეციალისტის  ვაკანსიას თბილისში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, “ჩემი კლინიკა“).
 
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • თანამშრომელბის ტექნიკური დახმარება კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკაშირებულ შეკითხევზე, მომართვებზე;
  • თანამშრომელბის ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან  სატელეფონო რეაგირებით;
  • ტერმინალ სერვერზე ახალი მომხმარებლის (user- ის) პროფილების გამართვა;
  • სერვისების ავტომატიზაციის უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული  მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
  • პრიორიტეტულია  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;
  • დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (XP, 7, 8) ცოდნა;
  • Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2007, 2010, 2013  ცოდნა;
  • Remote Desktop Protocol  (RDP, Remote App) ცოდნა; 
  • Active Directory, Exchange, ქსელური საფუძვლების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.
 
დამატებითი მოთხოვნები:
 
  • ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე დაკვირვებულობა;
  • დაგეგმილი სამუშაოს შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და მოქნილობა.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@evex..ge .  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „IT სპეციალისტი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  15 აპრილი, 2015
სს „ სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა