• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროვაიდერებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
დამსაქმებელი: ნოვა ტექნოლოჯი
კატეგორია: ადმინისტრაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2015/04/10
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1116 -ჯერ
სს „ნოვა ტექნოლოჯი“ აცხადებს ვაკანსიას პროვაიდერებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტისთანამდებობაზე.
 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი პროვაიდერი კომპანიების დამატება სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ქსელში XML ფორმატის ფაილების დახმარებით.
  • პროგრამისტებისთვის სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალებში ახალი პროვაიდერი კომპანიების ინტეგრაციისათვის საჭირო  სამუშაოების განსაზღვრა და სამუშაოების შესრულების პროცესის მონიტორინგი.
  • პროვაიდერი კომპანიების მონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება.
  • პრობლემური პროვაიდერი კომპანიების იდენტიფიცირება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
 
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ჰუმანიტარული მიმართულებით
  • მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება  ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
     
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 10 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზეhr@novatech.ge  სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
 
გისურვებთ წარმატებებს
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა