• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: კომპანია
კატეგორია: შესყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/12/12
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 772 -ჯერ

შპს "ტემპო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესასყიდ პროდუქციაზე შემოსული მოთხოვნის ანალიზი; 
  • მომწოდებლებისა და ფასების მოძიება;
  • მომწოდებლებთან პირველადი მოლაპარაკების წარმოება;
  • შესყიდვების გეგმის მომზადება ;
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლისგან ნიმუშის მოწოდების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებთან შეკვეთის განთავსება;
  • პოტენციური მომწოდებლების დადგენის მიზნით ბაზრის შესწავლა;
  • პოტენციური და არსებული მომწოდებლების ბაზის წარმოება და განახლება;
  • ხელშეკრულების შედგენის მიზნით იურისტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდვის განხორციელება;
  • შესყიდვებისა და მოთხოვნების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანგარიშის მომზადება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე( გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად).

 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Sellingbytempo@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა