• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების ადმინისტრირებისა და შერჩევის მენეჯერი
დამსაქმებელი: სუფთა სამყარო
ბოლო ვადა: 2017/12/17
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 704 -ჯერ

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დასუფთავების კომპანია ,,სუფთა სამყარო“ მომხმარებელს 11 წელია ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია პროფესიონალური დასუფთავების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებით გამოირჩევა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ერთჯერად, ისე რეგულარულ სერვისებს არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ტექნიკური მომსახურების სფეროშიც.

ვაკანსია - ადამიანური რესურსების ადმინისტრირებისა და შერჩევის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები
ადამიანური რესურსების ადმინისტრირებისა და შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე მომუშავე პირი ვალდებულია:

  • მოამზადოს შრომითი ხელშეკრულებები და უზრუნველყოს მათი გაფორმება;
  • მოიპოვოს ყველა დოკუმენტი და საბუთი, რომელიც საჭიროა ახალ დაქირავებულ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
  • აწარმოოს თანამშრომელთა პირადი საქმეები;
  • მოამზადოს ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ცნობები, შეთანხმებები, ბრძანებები, განცხადებები და სხვა მსგავსი დოკუმენტები;
  • უზრუნველყოს პირადი საქმეებისათვის საჭირო ყველა საბუთის შეგროვება;
  • შეიტანოს თანამშრომელთა ბაზაში ყველა ახალი თანამშრომლის მონაცემები;
  • აკონტროლოს შრომითი ხელშეკრულებების ვადები და საჭიროების შემთხვევაში განაახლოს;
  • მიმდინარე ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პოტენციურ კანდიდატებს და ყველა დაინტერესებულ პირს; 
  • უზრუნველყოს ადამიანური რესურსების შერჩევა და დაკომპლექტება ახალი ობიექტებისთვის;
  • აწარმოოს კომპანიაში დასაქმების მსურველთა მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი განახლება მუდმივად; 
  • განახორციელოს ადამიანური რესურსების შერჩევასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საქმიანობა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
  • შრომის კანონმდებლობის ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; owerPoint, Internet Explorer

 სავალდებულო უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

  • კანდიდატთ შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე
  • გასაუბრება.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა