• https://charte.ge/

ავტორი

Hualing International Special Economic Zone

mail: hr@hualing.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავეჯის ბაზრის ექსპერტი
დამსაქმებელი: Hualing International Special Economic Zone
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2015/04/20
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1292 -ჯერ
საერთაშორისო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვ.
„ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან  სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის   „თბილისის ზღის ახალი ქალაქი“ გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ -ის ოლიმპიური სოფელი  და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი  სავაჭრო ცენტრი  „თბილისის ზღვის პლაზა“ არის განთავსებული.  
 
„ჰუალინგ ჯგუფის“ წევრი კომპანია „Hualing International Special  Economic Zone“ აცხადებს  ვაკანსიას ავეჯის ბაზრის ექსპერტის  პოზიციაზე. 
 
 
ძირითადი ფუნქციები:
  • ავეჯის ბაზრის მუდმივი მონიტორინგი (ხარისხი, ფასი, რეალიზაციის მაჩვენებელი);
  • არსებული მდგომარეობის შესახებ რეპორტების მომზადება;
  • რეკომენდაციების შემუშავება მასალების კატეგორიის იმპორტის შესახებ; 
  • იმპორტირებული პროდუქტის რეალიზაციის გეგმის შემუშავება და მართვა. 
 
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
  • უმაღლესი განათლება;
  • ავეჯის გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტების მენეჯმენტის ან გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება (სასურველია);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
  • ძლიერი მენეჯერული და ანალიტიკური უნარები.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ  რეზიუმე  მისამართზე:  hr@hualing.ge   2015  წლის 20 აპრილამდე.გთხოვთ  სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა