• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინჟინერი
დამსაქმებელი: Hualing International Special Economic Zone
კატეგორია: სამშენებლო,
ბოლო ვადა: 2015/04/05
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ნანახია: 1321 -ჯერ
საერთაშორისო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვ.
„ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან  სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის   „თბილისის ზღის ახალი ქალაქი“ გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ -ის ოლიმპიური სოფელი  და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი  სავაჭრო ცენტრი  „თბილისის ზღვის პლაზა“ არის განთავსებული.  
 
„ჰუალინგ ჯგუფის“ წევრი კომპანია „Hualing International Special  Economic Zone“ აცხადებს  ვაკანსიას ინჟინრის  პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქციები:
  • ტექნიკური და სამეურნეო ცენტრის მენეჯერთან ერთად ტექნიკური განყოფილების საშტატო განრიგის შედგენა;
  • ტექნიკური და სამეურნეო ცენტრის მენეჯერთან ერთად ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვა;
  • ტექნიკური განყოფილების თანამშრომლებისთვის ფუნქცია–მოვალეობების განაწილება;
  • ტექნიკური განყოფილების თანამშრომლების მუშაობის კოორდინირება და კონტროლი;
  • შესყიდვების დაგეგმვა;
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • სახარჯი და სხვა მასალების აღრიცხვის, გაცემის და ჩამოწერის უზრუნველყოფა;
  • სამუშაოთა აღსრულების პროცესის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესების ვადების განსაზღვრა;
  • გეგმა/გრაფიკის მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების აღსრულება;
  • ტექნიკურ – სამეურნეო მომსახურების ცენტრის მენეჯერის ასისტირება სხვა საკითხებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დავალებების შესრულება.
 
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მომსახურების დარგში (საცხოვრებელი კომპლექსი, სასტუმრო));
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ  რეზიუმე და სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) მისამართზე:  hr@hualing.ge   2015  წლის 5 აპრილამდე. გთხოვთ  სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა