• https://charte.ge/

ავტორი

Hualing International Special Economic Zone

mail: hr@hualing.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფისის ასისტენტი
დამსაქმებელი: Hualing International Special Economic Zone
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2015/04/05
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1536 -ჯერ
საერთაშორისო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვ.
„ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან  სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის   „თბილისის ზღის ახალი ქალაქი“ გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ -ის ოლიმპიური სოფელი  და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი  სავაჭრო ცენტრი  „თბილისის ზღვის პლაზა“ არის განთავსებული.  
 
„ჰუალინგ ჯგუფის“ წევრი კომპანია „Hualing International Special  Economic Zone“ აცხადებს  ვაკანსიას ოფისის ასისტენტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქციები:
  • საოფისე საქმეების მოწესრიგება;
  • შემოსული დოკუმენტების მოწესრიგება;
  • ფოსტის მიღება-გაგზავნა;
  • საბუთების თარგმნა;
  • ყოველდღიურ დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობა, საქმისწარმოება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი, დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა პრობლემების გარკვევა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
  • გადახდების და დავალიანებების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
 
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომუნაკაციის კარგი უნარი;
  • საოფისე პროგრამების  მაღალ დონეზე ფლობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ  რეზიუმე და სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) მისამართზე:  hr@hualing.ge   2015  წლის 5 აპრილამდე. გთხოვთ  სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა