• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონტენტ მენეჯერი
დამსაქმებელი: მოზაიკა
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2017/12/03
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1080 -ჯერ

"მოზაიკა პლიუსი" ქართულ ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სარეკლამო კომპანიას. კომპანიას ესაჭიროება მოტივირებული კადრი კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე. 

მოვალეობები:

** ვებგვერდის მართვა (ცვლილებების დროულად შეტანა და მასალის გამართვა);
** საიტზე კონტენტის განახლება (როგორც პროდუქციის დამატება, ასევე კატეგორიები, ფასები, ზომები, ფერები, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები და ა.შ.)
** პროდუქციის ვიზუალური მასალის მოძიება და ატვირთვა, მათი აღწერა.
** პროდუქციის დამუშავება (ფოტო, ვიდეო, ტექსტი, საჭიროების შემთხვევაში სურათის გადაღება).
** სიახლეებისა და მიმდინარე აქციებისა აღრიცხვა/არქივაცია;
** პროდუქციის ლოჯისტიკურად მართვა 
** შეკვეთების კონტროლი 
** თანხის ჩამოჭრის/დაბლოკვის და ა.შ. კონტროლი
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულად გამართულად წერის უნარი;
** ინგლისურის ცოდნა (ტექსტის კარგად გაგებისა და უპრობლემოდ თარგმნის დონეზე).

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** Photoshop-ის ცოდნა.
** CMS, SEO/SEM, PPC, Google Adwords, Google Analytics ან HTML-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებული
** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** ანალიტიკური აზროვნების მქონე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@mozaika.ge 2017 წლის 03 დეკემბრამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა