• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ჰენდი
ბოლო ვადა: 2017/12/10
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 740 -ჯერ

ჰენდი წარმოადგენს  პროფესიონალური დალაგებისა და დასუფთავების კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ბინების/სახლების/აგარაკების/საოფისე ფართების მომსახურებაზე.  კომპანია სწრაფად მზარდია და პერმანენტულად ესაჭიროება კადრები სხვადასხვა მიმართულებით.

კომპანია "ჰენდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

  • ახალი კლიენტების მოძიება და პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება/გაყიდვა;
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
  • გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სერვისების გაყიდვის გამოცდილება)
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • აქტიური, ენერგიული და მოტივირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა

 

„ჰენდი“ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს, საბაზრო ფასებთან მიმართებაში კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.

თუ დაინტერესდით და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: handy.georgia.hr@gmail.com   ("subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი")

სასურველია წარმოადგინოთ რეკომენდაციები წინა სამუშაო ადგილებიდან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა