• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32) 2497502
mail: t.samkharadze@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1978 -ჯერ
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA – 20 წელია ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
 
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლოეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამაში.
 
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჯურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია, ბიზნესი და ხელოვნება
 
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
 
GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით. 
 
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
 
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო მეთოდიკა და მასალა ეფუძნება საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული სკოლის გამოცდილებას, რაც სასწავლო პროცესში როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკაში გამოსადეგი უნარ-ჩვევების ათვისებას ითვალისწინებს. პროფესურისა და მოწვეული კვალიფიციური ლექტორების დახმარებით პროგრამა სტუდენტებს მრავალმხრივ განათლებას სთავაზობს და საშუალებას აძლევს გაეცნონ პოლიტოლოგიის, დიპლომატიისა და სამხედრო სტრატეგიის ხელოვნების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალურ საკითხებს. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ურთიერთობების ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე (კონცენტრაციაზე): საერთაშორისო უსაფრთხოება და საერთაშორისო განვითარება. საერთაშორისო უსაფრთხოების ან საერთაშორისო განვითარების მიმართულებით სწავლის გაგრძელება მაგისტრანტებს საშუალებას მისცემს მეტი ყურადღება დაუთმონ მათთვის საინტერესო ასპექტების სიღრმისეულ შესწავლას. შესაბამისად, კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ცოდნა  იმუშაონ,  როგორც უსაფრთხოების მიმართულებით (მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და სხვა) ასევე განვითარების მიმართულებით (მაგ: ეკონომიკის სამინისტრო ან სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი). კურსის დასრულებისას სტუდენტები უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანნი, ამასთან  უნდა შეძლონ დამოუკიდებლად აზროვნება და ქმედება,  გააცნობიერონ  საკუთარი  ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის სამომავლო განვითარებაში.
 
სწავლის საფასური:
 
2014-2015 სასწავლო სლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 3500 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა
 
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე, ყოველი სემესტრის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი სრულიად თავისუფლდება იმ სემესტრის გადასახადისაგან.
 
სტაჟირება
 
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სტაჟირება, როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოწვეული ლექტორები, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში. პროგრამის სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებულია, რაც  გამორიცხავს პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერების საჭიროებას, თუმცა სტუდენტების იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ სამსახურის ძიების პროცესშია, პროგრამა სთავაზობს პრაქტიკის გავლისა და სტაჟირების არჩევანს იმ ორგანიზაციებში, ვინც აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან, გარდა ამისა პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმების საკითხზე. 
ორმაგი ხარისხის დიპლომი 
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ორმაგი ხარისხის დიპლომს და სწავლების ერთ სემესტრს პოლონეთში. დიპლომები გაიცემა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ (საერთაშორისო ურთიერთობები) და ვროცლავის უნივერსიტეტის მიერ (სოციალური მეცნიერებები).
 
ლექტორები
 
პროგრამის წარმატებას განაპირობებენ პროფესურა და მოწვეული კვალიფიციური ლექტორები, რომელთა დახმარებით პროგრამა სტუდენტებს მრავალმხრივ განათლებას სთავაზობს და საშუალებას აძლევს გაეცნონ პოლიტოლოგიის, დიპლომატიისა და სამხედრო სტრატეგიის ხელოვნების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალურ საკითხებს. პროგრამის აკადემიური პერსონალის დაკომპლექტების დროს ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა საერთაშორისო გამოცდილებას. ლექტორების 80% მეტს განათლება მიღებული აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობაში, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია პროგრამის საერთაშორისო ასპექტის უზრუნველყოფისათვის და გამოიყენება სწავლების მეთოდების გაუმჯობესებისა და პროგრამაში საერთაშორისო ასპექტების და ტენდენციების დანერგვისათვის. 
 
პარტნიორი კომპანიები
 
სამაგისტრო პროგრამის საქმიანობის უკეთ განხორცილებისათვის სამართლისა და პოლიტიკის სკოლა სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორთან ურთიერთობს მოწვეული პროფესურის, პირადი კონტაქტებისა და კურსდამთავრებულთა მეშვეობით,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტთა დასაქმების თვალსაზრისით. სკოლას გაფორმებული აქვს მემორანდუმები თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან და საინფორმაციო ანალიტიკურ განყოფილებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 
 
დამატებითი ინფორმაცია
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა 
 
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
  • რომელიც ჩააბარებს წერით გამოცდას ქართულ ენაზე (გამოცდა შედგება ათი ღია შეკითხვებისაგან, რომელთა შესახებაც უნდა იმსჯელონ აბიტურიენტებმა) პროგრამის ადმინისტრაცია აკადემიურ პერსონალთან ერთად ადგენს ქულათა მინიმალურ ზღვარს რომლის გადალახვის შემთხვევაში აპლიკანტი დაიშვება გასაუბრებაზე.
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიმღებ კომისიასთან
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • Curriculum Vitae (CV) 
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი 
  • ნიშნების ფურცელი
 
საბუთების მიღების პროცედურა
 
საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-2 სართული; ტელ: (+995 32) 2497502; (+995 599 )797929 (თიკო)
ჩააბარე ჯიპაში!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა