• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32) 2497502
mail: i.bakradze@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1578 -ჯერ
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA – 20 წელია ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
 
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლოეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამაში.
 
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჯურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია, ბიზნესი და ხელოვნება
 
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
 
GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით. 
 
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ მოამზადოს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით. სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო სამართლის პროგრამა მიზნად ისახავს აღზარდოს სამართლის საერთაშორისო პრაქტიკასა და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პროფესიონალები, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა დასაქმებას, მათ კარიერულ ზრდას შესამაბის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტებში. საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ საბაზისო განათლება სამართალში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს: 1) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის სფეროში; 2) ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარის წარმატებით გადალახვა; 3) სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, რაც აბიტურიენტებისგან ინგლისური ენის სრულყოფილ ცოდნას. პროგრამა ორწილიანი და მოიცავს ორ კონცენტრაციას  - საერთაშორისო საჯარო სამართალი და საერთაშორისო ბიზნეს სამართალი. კონცენტრაციების ფორმირება ხდება არჩევითი საგნების მეშვეობით.
 
სწავლის საფასური
 
2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 4000 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა
 
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, ყოველი სემესტრის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი სრულიად თავისუფლდება იმ სემესტრის გადასახადისაგან.
 
სტაჟირება
 
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა დასაქმების თვალსაზრისით თანამშრომლობს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებთან. სტუდენტების უმრავლესობა დასაქმებულია, რაც სავალდებულო სასწავლო პრაქტიკის არსებობის აუცილებლობას გამორიცხავს, თუმცა სტუდენტების იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ სამსახურის ძიების პროცესშია პროგრამა სთავაზობს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას იმ ორგანიზაციებში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სამართლისა და პოლიტიკის სკოლასთან, გარდა ამისა, პროგრამის ლექტორები და ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითზე. 
 
პრაქტიკული პროექტები
 
სამართლისა და პოლიტიკის სკოლა ზოგადად ხელს უწყობს სტუდენტთა ჩართულობას პრაქტიკული პროექტების განხორციელებაში. ყოველწლიურად, საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და ლექტორებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესებში.
 
ლექტორები
 
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე პროგრამის სწავლის შედეგებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება პროფესურისა და პროგრამის მოწვეული ლექტორების ჩართულობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოწვეულ ლექტორთა უმრავლესობა დასაქმებულია სახელმწიფო თუ კერძო სექტორში საპასუხისმგებლო პოზიციებზე და თვითონ წარმოადგენენ კურსდამთავრებულთათვის პოტენციურ დამსაქმებლებს, ისინი რეგულარულად აწვდიან პროგრამის ადმინისტრაციას თავიანთ ორგანიზაციებში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას. 
 
პარტნიორი კომპანიები
 
სამაგისტრო პროგრამის ეფექტური მუშაობისა და განხორციელებისათვის სამართლისა და პოლიტიკის სკოლა მემორანდუმების საფუძველზე ურთიერთობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებასთან, რომელთა წვლილიც პროგრამის
კონკურენტუნარიანობისა და სტუდენთა დასაქმების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია.
 
დამატებითი ინფორმაცია
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა 
 
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის სფეროში;
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი;
  • რომელიც ჩააბარებს გამოცდას ინგლისურ ენაში (გამოცდა წერითი ხასიათისაა. სამაგისტრო პროგრამა ადგენს ქულათა იმ მინიმალურ ზღვარს, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც აპლიკანტი დაშვებულ იქნება გასაუბრებაზე);
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიმღებ კომისიასთან.
 
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია 
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • Curriculum Vitae (CV) 
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი 
  • ნიშნების ფურცელი
 
საბუთების მიღების პროცედურა
 
საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-2 სართული; ტელ: (+995 32) 2497502; (+995 595) 582260 (ირინა)
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა