• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერ / ოპერატორი/სესხის ადმინისტრატორი,სერვისის ადმინისტრატორი/ოფისის ადმინისტრატორი ცაგერში
დამსაქმებელი: კრედო
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2015/04/18
მდებარეობა: ცაგერი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1348 -ჯერ
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” (კრედო) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
კრედო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ / ოპერატორის ,სესხის ადმინისტრატორის,  და ოფისის ადმინისტრატორისთანამდებობებზე ცაგერის ფილიალისთვის.
 
გთავაზობთ 
  • საუკეთესო წამახალისებელ სქემებს: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრეინინგები.
  • განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
 
 
სერვისის ადმინისტრატორის ძირითადი პასუხისმგებლობა:
 
  • მისალმება კლიენტის ფილიალში შესვლისთანავე; 
  • დახმარების გაწევის შეთავაზება პასუხისმგებლობის ფარგლებში; 
  • სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში, მომხმარებლების სწორი განაწილებითა და სესხის ოფიცრების მიერ დროული მომსახურების გაწევით;
  • მომხმარებელთა რიგითობის დაცვა ფილიალის მიმღებში 
  • კლიენტების, პოტენციური კლიენტების, მათი ოჯახის წევრებისა და გარანტორების შემოწმება სხვადასხვა ბაზებში;
  • სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით დახმარების გაწევა;
  • ფილიალის ადმინისტრატორის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
 
აუცილებელი მოთხოვნები:
 
  • ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
  • ხალხზე ორიენტირებული პიროვნება; 
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და კორეკტულობის მაღალი დონე; 
  • გუდში ნაყოფიერი მუშაობის უნარი და სურვილი;  
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • აქტიური და ყურადღებიანი.
 
 
სესხის ადმინისტრატორის ძირითადი პასუხისმგებლობა:
 
  • შეავსოს მონაცემთა შეყვანის ფორმა (DEF) დადასტურებული კომიტეტის სარეკომენდაციო ფორმის და საკრედიტო კომიტეტის ფორმულარის (როდესაც სესხის ოფიცერი გასულია) საფუძველზე;
  • შეამოწმოს პოტენციური კლიენტების, კლიენტების, კლიენტების ოჯახის წევრების და გარანტორების მონაცემები სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში; 
  • მოამზადოს სესხის ხელშეკრულებები, გარანტორთა წერილები, გარანტორთა ხელშეკრულებები და ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მოაწესრიგოს ხელმოწერები კლიენტთა მხრიდან;
  • გასცეს სესხი;
  • შეასრულოს ზედამხედველის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობები
 
აუცილებელი მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება (Windows, MS Word, Excel, Access, Lotus Notes)
  • ადმინისტრაციული და მენეჯმენტური კვალიფიკაცია;
  • კარგი ზეპირი და წერითი უნარი
  • გუნდური მუშაობის გარემოში რაციონალური მუშაობის სურვილი და უნარი
  • პასუხისმგებლობის და კორექტულობის ძლიერი გრძნობა    
 
ოფისის ადმინისტრატორის ძირითადი პასუხისმგებლობა:
 
  • კლიენტებთან შეხვედრა და მათთვის კრედოს სესხის პირობების განმარტება;
  • მხარდაჭერა ოფისის და მისი ხელსაწყოების ყოველდღიურ მოვლაში;
  • მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეყვანა;
  • ოფისის აღჭურვილობის და საკანცელარიო ინვენტარის მოვლა, მათი საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საჭიროებების უზრუნველყოფა ფილიალის მენეჯერის მითითების შესაბამისად;
  • ფაქსების, წერილების, ელექტრონული წერილების და ინვოისების/გადახდების გაგზავნა და მიღება;
 
აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა.
 
ბუღალტრის ძირითადი პასუხისმგებლობა: 
 
  • შიდა საბაზისო სისტემაში მუშაობა და მასში სესხის საბოლოო გაცემისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეყვანა; 
  • კლიენტებისა და ორგანიზაციის პერსონალსთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება შიდა საბაზისო სისტემიდან;
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (სესხის დახურვის/რეფინანსირების ვაუჩერის, გაცემის ვაუჩერის და სხვა);
  • ფილიალების ხარჯების, წინასწარგადახდების, ვალდებულებების/მოთხოვნების, ავანსების მონიტორინგი და კონტროლი; 
  • ფილიალის სახელფასო უწყისის მომზადება და ხელფასების გადარიცხვა;
  • სალაროს წიგნის და ბანკის წინგის აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • ფიქსირებული აქტივების ინვენტარიზაცია და კონტროლი;
  • რეპორტების მომზადება ყოველი თვის ბოლოს.
 
აუცილებელი მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება აუცილებელია ფინანსური ან/და ეკონომიკური განხრით;
  • ადმინისტრაციული და ორგანიზატორული უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდურ გარემოში რაციონალური მუშაობის სურვილი და უნარი;
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსური ან/და ეკონომიკური განხრით;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და კორექტულობა;
  • კომპიუტერის ცოდნა, განსაკუთრებითMS Excell-ის კარგი ცოდნა.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 2 აპრილი
 
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება. 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა