• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32)2497445
mail: kh.beraia@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 335 -ჯერ
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA - 20 წელია ემსახურება  თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. 
 
GIPA არ არის მხოლოდ სახელი,  ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში. 
 
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები,  მედია ბიზნესი და ხელოვნება. 
 
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 
 
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამა
სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების სწავლების (Liberal Arts Education) პრინციპებს: ზოგადიდან კონკრეტულისკენ სვლას,  სხვადასხვა დისციპლინის ერთიან კონტექსტში გააზრებას, თეორიული ცოდნის მიწოდება-მიღების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სინთეზს.
 
სწავლება ოთხწლიანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პირველ ეტაპზე (I-IV სემესტრი) სტუდენტებს მიეწოდებათ საბაზისო ცოდნა სოციალურ მეცნიერებათა ყველა ძირითადი მიმართულების შესახებ. ისინი ეცნობიან მსოფლიო სულიერ, მხატვრულ, ფილოსოფიურ და სამეცნიერო მემკვიდრეობას, სამოქალაქო შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებების და ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ინტენსიურად შეისწავლონ ინგლისური ენა, განავითარონ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, გაეცნონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს და სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია, სოციალურ მეცნიერებათა ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულება  -საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა ან ფსიქოლოგია.  რომელსაც სწავლების მეორე ეტაპზე (V-VII სემესტრი) საფუძვლიანად და სიღრმისეულად დაეუფლებიან.
 
სწავლების მესამე ეტაპი (VIII სემესტრი) დამოუკიდებელი მუშაობას, სადიპლომო კვლევას, ეთმობა.
 
 
სწავლის საფასური
 
2014-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 5000 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა
 
სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მოტივაციის ამაღლების მიზნით, სკოლა გასცემს სემესტრულ სტიპენდიებს სწავლების მეორე წლიდან. სტიპენდიანტი ვლინდება აკადემიური მოსწრების მიხედვით.
 
 
ლექტორები
 
განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში მოვიწვიეთ საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან სტუდენტებს გადასცენ თავისი ცოდნა და გაუზიარონ პრაქტიკული გამოცდილება. 
 
დამატებითი ინფორმაცია
 

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური:

  • ბაკალავრიატი
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი:
  • აკადემიური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
  • პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში 
  • შესაბამისი მიმართულების - კონცენტრაციის (მეიჯორი) მითითებით.  
პროგრამის მოცულობა კრედიტებით:
  • 240 კრედიტი
სწავლების ენა:
  • ქართული
პროგრამის ღირებულება: 
  • წელიწადი 5000 ლარი;
 
ჩააბარე ჯიპაში!    
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა