• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32) 2497502
mail: i.bakradze@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 947 -ჯერ
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA – 20 წელია ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. 
 
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლოეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამაში.
 
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჯურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია, ბიზნესი და ხელოვნება
 
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
 
GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით. 
 
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
 
სამართლის საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოში იურიდიული განათლების მიღების ახალ  შესაძლებლობას. მისი მიზანია აღზარდოს განათლებული და კარგად  მომზადებული იურისტების თაობა, რომელსაც შესწევს უნარი შექმნას  წარმატებული იურიდიული კარიერა. 
 
საბაკალავრო პროგრამა იმ დისციპლინების ერთობლიობაა, რომელიც      სტუდენტს აძლევს თეორიული განათლებისა და პრაქტიკური უნარების  აუცილებელ კრებულს. ამგვარი სინთეზი ადექვატურად აისახა საბაკალავრო  პროგრამის პროფესორ-მასწავლებელთა გუნდზე. ეს უკანასკნელი მოიცავს  იურიდიული პროფესიების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს, მათ შორის  თეორიული მეცნიერების ცნობილ მოღვაწეებს, წარმატებულ პრაქტიკოს  იურისტებს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს.                         
 
ჯიპას პროგრამა უზრუნვეყოფს სტუდენტის მიერ სამართლებრივი ტექნიკის ფუნდამეტური მეთოდებისა და სამართლებრივი      არგუმენტაციის პრინციპების, ასევე სამართლის ღირებულებითი და ეთიკური საფუძვლების შესწავლას. ამავდროულად, სწავლების  სოკრატისეული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტის მიერ სამართლებრივი საკითხების კარგად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების  უნარების გამომუშავებას, სამართლებრივი არგუმენტების ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას.                       
სამართლის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ეროვნული სამართალზე. სავალდებულო საგნებთან ერთად, სტუდენტს  შესაძლებლობა აქვს აირჩიოს არასავალდებულო საგნები საერთაშორისო, სისხლის, საჯარო და კერძოს სამართლის სფეროებიდან.  ამასთან ერთად, პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ინგლისურენოვან არჩევით საგნებს. აღნიშნული საგნების უკეთ დაუფლების  მიზნით, კურსი ითვალისწინებს ინგლისური ენისა და იურიდიული ინგლისურის გაძლიერებულ სწავლებას. პროგრამის ნაწილია  ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლის მეცნიერებასთან ახლო მდგომი ან ფუნქციურად  დაკავშირებული არაიურიდიული დისციპლინების შესწავლას.
 
 
სწავლის საფასური
 
2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 5000 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
 
სტიპენდიებისა და გრანტების სისტემა
 
სამართლის საბაკალვრო პროგრამაზე, ყოველ წელს საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე გაიცემა სემესტრულად 5 სტიპენდია.
 
სტაჟირება
 
სამართლის საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო სტუდენტებისთვის პროგრამა თავად უზრუნველყოფს სტაჟირებას სხვადასხვა ორგანიზაციებში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
 
პრაქტიკული პროექტები
 
სამართლისა და პოლიტიკის სკოლა ზოგადად ხელს უწყობს სტუდენტთა ჩართულობას პრაქტიკული პროექტების განხორციელებაში. ყოველწლიურად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და ლექტორებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესებში.
 
ლექტორები
 
პროგრამის წარმატებას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც ასწავლიან. სწორედ ამიტომ ჩვენს პროგრამაში ჩართული ყველა პროფესიონალი. უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი ნოვატორი გახლდათ საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე სწავლების დასავლური გამოცდილების დანერგვის საკითხში. პროგრამის აკადემიური პერსონალის დაკომპლექტების დროს ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა საერთაშორისო გამოცდილებას. ლექტორების 95% - ზე მეტს განათლება მიღებული აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობაში, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია პროგრამის საერთაშორისო ასპექტის უზრუნველყოფისათვის და გამოიყენება სწავლების მეთოდების გაუმჯობესებისა და პროგრამაში საერთაშორისო ასპექტების და ტენდენციების დანერგვისათვის. 
 
პარტნიორი კომპანიები
სამაგისტრო პროგრამის ეფექტური მუშაობისა და განხორციელებისათვის სამართლისა და პოლიტიკის სკოლა მემორანდუმების საფუძველზე ურთიერთობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებასთან, რომელთა წვლილიც პროგრამის კონკურენტუნარიანობისა და სტუდენთა დასაქმების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია.
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა 
 
საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი
  • რომელსაც აქვს სრული საშუალო განათლება
  • რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდა
საბაკალავრო  პროგრამაზე რეგისტრაციის დროს პირმა უნდა  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სკოლის ატესტატის ასლი
  • სტუდენტის ბარათი
  • ერთი ფერადი ფოტოსურათი (3/4)
  • სწავლის წლიური საფასურის 20%-ის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი
 
საბუთების მიღების პროცედურა
 
საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
 
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-2 სართული; ტელ: (+995 32) 2497502; (+995 595) 582260 (ირინა)
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა