• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უნივერსალური მოლარე თელავში
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2015/04/09
მდებარეობა: თელავი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
კომპიუტერული პროგრამები
MS Office კარგად
მიმაგრებული ფაილები: Attachment32.doc

ნანახია: 1046 -ჯერ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის თანამდებობაზე თელავის ფილიალში.

 
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "

კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 40 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 27 ფილიალის მეშვეობით.
 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
  • სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;

     
ძირითადი მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
  • კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;

     
დაინტერესებულ პირებს 2015 წლის 9 აპრილის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა