• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

mail: trainingcenter@gpih.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საცალო გაყიდვების სპეციალისტი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/03/31
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 1850 -ჯერ
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზეთბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
 
 
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
 
 
 პასუხისმგებლობები: 
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
  • ინდივიდუალური კლიენტების მოძიება/მოზიდვა კომპანიის გარეთ;
  • გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა;
  • გაყიდვის ყოველთვიური გეგმების შესრულება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები: 
  • სრული უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია საცალო ან ქსელურ გაყიდვებში);
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
  • კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).
საცალო გაყიდვების სპეციალისტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და ბონუსს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი შემდეგ მისამართზე:
 
 
ჯიპიაი-ს სასწავლო ცენტრი
თბილისი, ს. ცინცაძის ქ #35, მე–2 სართული
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: trainingcenter@gpih.ge
 
 
გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მარტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა