• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

mail: trainingcenter@gpih.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების ჯგუფის უფროსი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/03/31
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 1152 -ჯერ
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე (თბილისში).
 
 
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი.  
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
 
 
 პასუხისმგებლობები: 
  • მცირე და საშუალო ზომის კორპორაციული კლიენტების მოძიება/მოზიდვა და მათთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება–გაყიდვა;
  • კორპორაციული გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • საცალო გაყიდვების სპეცილაისტების მოზიდვა და საკუთარი ჯგუფის დაკომპლექტება;
  • საცალო გაყიდვების სპეციალისტებით დაკომპლექტებული გაყიდვების ჯგუფის მართვა;
  • ჯგუფის გაყიდვების კოორდინაცია და როგორც პირადი, ისე ჯგუფის ჯამური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები: 
  • სრული უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვაში (მენეჯერულ პოზიციაზე);
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
  • კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).
 
გაყიდვების ჯგუფის უფროსის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და ბონუსს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი შემდეგ მისამართზე:
 
ჯიპიაი-ს სასწავლო ცენტრი
თბილისი, ს. ცინცაძის ქ #35, მე–2 სართული
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: trainingcenter@gpih.ge
 
 
გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მარტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა