• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი
დამსაქმებელი: სანდომი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/12/09
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1116 -ჯერ

შპს "ვასაძის პურის" - საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.
ანაზღაურება: 1,000-დან 2,000 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საბრუნავი საშუალებებისა და კრედიტების ეფექტური გამოყენება და კონტროლი;
** სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
** კრედიტორების კონტროლი;
** ხარჯების კონტროლი;
** ფინანსური ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფა;
** წარმოების კონტროლი.
** გაყიდვების ჯგუფის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით მოითხოვება MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა), 
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული.

კომპანიას აქვს როგორც წარმოება, ასევე დისტრიბუცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ-ფოსტაზე: cotnelaba@gmail.com და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე და არა ქართულ ენაზე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა