• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი/სტაჟიორი
დამსაქმებელი: EMC
ბოლო ვადა: 2015/04/15
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სტაჟირება
ნანახია: 1616 -ჯერ
სტაჟირება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC)
 
 
დამსაქმებელი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
 
 
ვაკანტური თანამდებობა: სტაჟიორი
 
 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიასიურისტის დიპლომის მქონე ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის
 
 
შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, სოციალური უფლებების ან ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის გუნდის საქმიანობას და მიიღონ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება. სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ EMC-ის გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა და პრაქტიკის დოკუმენტირებასა და სხვა სახის ანალიტიკური შეფასებების მომზადებაში, სასამართლოების, დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ კანონის საფუძველზე სახალხო დამცველის, ასევე საგამოძიებო ორგანოების წინაშე კონკრეტული საქმეების წარმოებაში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესში. ასევე, სხვა ტიპის საქმიანობაში, რაც EMC-ის მიზნების შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესთან არის დაკავშირებული.  
 
 
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამა:
 
 
პროგრამის გუნდის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე ლგბტ პირთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის  ფაქტების დოკუმენტირება, სამართლებრივი ანალიზი, ამ მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება და ადვოკატირება,  რელევანტური სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უფლების დარღვევის მსხვერპლებისთვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა;
 
სოციალური უფლებების პროგრამა:
 
 
პროგრამის გუნდის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოციალური უფლებების დაცვის ხელშეწყობა, მათ შორის, დასაქმებულთა (შრომის უფლება), სოციალურად დაუცველთა, უსახლკარო პირებისა და სხვა ჯგუფების უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენისა და სამართლებრივი/სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით ადვოკატირების პროცესში მონაწილეობა;
 
 
ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამა:
 
 
პროგრამის გუნდის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და შესაძლო სისტემური თვითნებობის შეზღუდვის მიზნით, სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების (შსს, პროკურატურა) საქმიანობის ანალიზი და მათი რეფორმის საკითხებზე მუშაობა, რაც მათ შორის, მოიცავს, შესაბამისი სამართლებრივი აქტების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და სხვა სახით არსებული საჯარო ინფორმაციის ანალიზში, საერთაშორისო გამოცდილების კვლევის პროცესსა და ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას. 
 
 
სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები:
 
  • ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, შესწავლისა და დოკუმენტირების პროცესში მონაწილეობა;
  • EMC-ის იურისტებთან ერთად საველე სამუშაოებში მონაწილეობა;
  • იდენტიფიცირებულ უფლებადარღვევის შემთხვევებზე ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით სამართლებრივი ანალიზის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლის პროცესში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი კვლევისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • ოფისში და საველე კონსულტაციებზე EMC-ის თანამშრომლების მიერ, ბენეფიციარებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევის პროცესში დახმარება.

 

სტაჟიორის სამუშაოს აღწერილობა დამოკიდებული იქნება პროგრამის სპეციფიკაზე.

 

მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა (ან უნდა იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებსა და სემინარებში/ტრენინგებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;  
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
 
ანაზღაურება: სტაჟიორის [დარიცხული] ხელფასი შეადგენს 200 ლარს.
 
 
განაცხადის წარდგენის პროცესი:
 
 
დაინტერესებულმა პირებმა  2015 წლის 15 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: humanrightsemc@gmail.com. გთხოვთ შესაბამის ველში მიუთითოთ "EMC_სტაჟირება"_(EMC-ის შესაბამისი პროგრამის დასახელება, რომელშიც განმცხადებელს სურს სტაჟირების გავლა).  
  • რეზიუმე (СV); 
  • მოტივაციის წერილი; 
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (ან ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ პირი სწავლობს დამამთავრებელ კურსზე);
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის აკადემიური ცოდნა ან/და სამუშაო უნარ-ჩვევები.
 
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება !
 
EMC მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუკავშირდება, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. 
 
სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე და ინდივიდუალურ შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელდეს 6 თვემდე.
 
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
თბილისი, შანიძის ქუჩა #3
(+995 32)2231558
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა