• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32)2497445
mail: Kh.beraia@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 327 -ჯერ
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA - 20 წელია ემსახურება  თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. 
 
GIPA არ არის მხოლოდ სახელი,  ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში. 
 
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები,  მედია ბიზნესი და ხელოვნება. 
 
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 
 
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამა
 
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა GIPA-ს პროფილიდან გამომდინარე, ანუ პოლიტიკური და ორგანიზაციული პროცესების მართვაზე კონცენტრაციით. პროგრამის მიზანია - მოამზადოს  სპეციალისტი პოლიტიკურ და მართვის/ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში.
 
სწავლება ორწლიანია და მოიცავს 4 სემესტრს. პირველ ეტაპზე (I-III სემესტრი) მაგისტრანტები საფუძვლიანად ეცნობიან პოლიტიკური და მართვის ფსიქოლოგიის სფეროსთან დაკავშირებულ თეორიულ, მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებს, პოლიტიკური და საორგანიზაციო ქცევის თანამედროვე კონცეფციებს, მიდგომებსა და ტენდენციებს; საფუძვლიანად ეუფლებიან კვლევით პრინციპებსა და მეთოდებს,  ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და ინტერვენციის ტექნიკებს. მეორე ეტაპზე (IV სემესტრი) -  სემესტრის პირველი 7 კვირის განმავლობაში მაგისტრები გადიან არჩეული კონცენტრაციის (პოლიტიკური ფსიქოლოგია ან მართვის/ორგანიზაციული ფსიქოლოგია) ინტენსიულ შემაჯამებელ კურსს, დანარჩენი დრო კი სამუშაო პრაქტიკას და სადიპლომო ნაშორმზე მუშაობას ეთმობა. 
 
სწავლება მიმდინარეობს საღამოს საათებში (18:30-21:30), რაც სწავლასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა. 
 
სწავლის საფასური
 
2014-2016 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 3.500 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
 
ლექტორები
 
განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სამაგისტრო პროგრამებში მოვიწვიეთ ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან სტუდენტებს გადასცენ თავისი ცოდნა და გაუზიარონ პრაქტიკული გამოცდილება. 
 
დამატებითი ინფორმაცია

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური:

  • მაგისტრატურა

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი:

  • აკადემიური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
 
პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 
 
პროგრამის მოცულობა კრედიტებით:
 
  • 120 კრედიტი
 
სწავლების ენა:
  • ქართული
პროგრამის ღირებულება: 
 
  • წელიწადი 3.500 ლარი;
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა 
  1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ფსიქოლოგიაში, სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სპეციალობებში; 
  2. ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარის წარმატებით გადალახვა; 
  3. შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის წარმატებით გავლა:
    1. გამოცდა ინგლისურ ენაში (პროგრამის მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე Intermediate დონეზე);
    2. გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
 
 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32)2497445; (+995 599)611717

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა