• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32)2497501
mail: gorgiladze@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1173 -ჯერ

ვინ ვართ ჩვენ

GIPA – 20 წელია ემსახურება  თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

GIPA არ არის მხოლოდ სახელი,  ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში.

GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, სახელმწიფო მმართველობა, საჯარო პოლიტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა,  ჟურნალისტიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები,  მედია ბიზნესი და ხელოვნება.

GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

GIPA-ს მმართველობის სკოლამ  თავი მოუყარა  შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.


საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამას 20-წლიანი გამოცდილება აქვს საჯარო ორგანიზაციების მართვის სფეროში. პროგრამის მიზანია აღზარდოს ახალი ტიპის საჯარო მოხელე, რომელსაც თავისუფალი და ანალიტიკური აზროვნება ახასიათებს,  ერკვევა სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპებში, საჯარო ადმინისტრირების თეორიასა და ეთიკაში.

სასწავლო პროცესი

პარტნიორობა სხვა და სხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან სტუდენტებს საშუალებას აძლევს აირჩიონ სწავლის, მათთვის სასურველი, ვარიანტი. დასავლურ სტადნარტებზე მორგებული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ქართველ ლექტორებთან ერთად,  ლექციებს ევროპის და აშშ-ს ცნობილი უნივერსიტეტებიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ. მსურველებს ეძლევათ საშუალება სწავლა გააგრძელონ, პოლონეთში (ვროცლავის უნივერსიტეტი) ან აშ.შ-ში (ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი).

სწავლის საფასური

2014-15 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასური (ერთი წელი) შეადგენს 3,700 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში)

სტიპენდიების სისტემა

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის საუკეთესო სტუდენტს, რომლის საშუალო ქულა (GPA) პროგრამის დასრულების შემდეგ 4.0 იქნება, პრემიის სახით გადაეცემა 2500 ლარი!


ორმაგი ხარისხი

  • საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა (GIPA) და პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა (ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი) მსურველებს სთავაზობს ორმაგ ხარისხს-საჯარო მმართველობასა და პოლიტიკის მეცნიერებაში. სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია. სტუდენტები ერთ სემესტრის განმავლობაში ისწავლიან პოლონეთში.
  • ასევე, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა (GIPA) და პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა (ჯორჯ მეისონის უნივერისტეტი, ა.შ.შ.) მსურველებს, სთავაზობს ორმაგი ხარისხის დიპლომს საჯარო მმართველობასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში. სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია. სტუდენტები ერთ სემესტრის განმავლობაში ისწავლიან აშ.შ-ში.


ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სერტიფიკატი

ადგილობრივად სწავლის მსურველებს, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, GIPA-ს საჯარო მმართველობის მაგისტრის დიპლომთან ერთად, გადაეცემათ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

ლექტორები

ტრადიციულად საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე კითხულობენ ლექციებს როგორც ქართველი და დასავლეთის ცნობილი პროფესორები, ასევე საჯარო და კერძო ორგანიზაციებში მომუშავე მაღალი რანგის მენეჯერები. მათი ჩართულობა პროგრამაში მნიშვნელოვანია, რადგანაც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია სხვა და სხვა საჯარო, თუ კერძო უწყებებში მიმდინარე პროექტების, რეფორმების და ინიციატივების შესახებ; რეალური სიტუაციური ანალიზის საფუძველზე პრაქტიკულად გამოიყენონ თეორიული კონცეფციები.


პარტნიორი კომპანიები და სტაჟირება

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ბოლო ეტაპი ითვალისწინებს სტაჟირებას როგორც  საჯარო უწყებებში, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რაც სტუდენტებს აძლევს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და საჯარო სექტორში რეალური გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას.


საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სტაჟირებას შემდეგ ორგანიზაციებში გადიან:

  • რეგიონალური განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • ფინანსთა სამინისტრო
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კულტურის სამინისტრო
  • ენერგეტიკის სამინისტრო
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო


GIPA-ს მმართველობის სკოლას წლების განმავლობაში პარტნიორობას უწევენ წამყვანი უნივერსიტეტები დასავლეთში და ევროპაში:

ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები დღეს:

  • ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (ა.შ.შ.)
  • ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)


დამატებითი ინფორმაცია


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა :

  • სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც
  • ფლობს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ დარგში
  • წარმატებით გადალახავს ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარს
  • წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
  • ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს


სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის, პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი


საბუთების მიღების პროცედურა

საბუთების მიღება წარმოებს 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-4 სართული;
ტელ: (+995 32)2497501;  (+995 595)554292

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა